რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას დაღესტნის მოსახლეობა აპროტესტებს.
დაღესტნის ხასავიურტის რაიონის სოფელ ენდირეის მოსახლეობამ გზა გადაკეტა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ დაღესტნიდან მობილიზაციისთვის 110 ადამიანი გამოიძახეს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ საპროტესტო გამოსვლებისას რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა.