LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიანა როსი, 50 Cent, ბასტა რაიმსი, მერაია ქერი, დედი იანკი – ABC-ის საახალწლო ეთერი სხვადასხვა ლოკაციიდან ვარსკვლავების მონაწილეობით

159
photo-collage.png (2)

ABC-ის საახალწლო ეთერმა, რომელიც გრანდიოზული პერფორმანსებით სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. Dick Clark’s New Year’s Rockin’ Eve-ის სახელით ცნობილმა სატელევიზიო სპეციალურმა სადღესასწაულო პროგრამამ რაიან სიკრესტის წამყვანობით ნიუ-იორკში, ლას-ვეგასში, პუერტო-რიკოში, კანზას-სიტისა და სხვა ვენიუებზე თავი არაერთ ვარსკვლავს მოუყარა.

შოუს მუსიკალურ ნაწილში ისეთი შემსრულებლები წარდგნენ, როგორებიც: დაიანა როსი, 50 Cent, ბასტა რაიმსი, მერაია ქერი, დედი იანკი, პიტბული, დემი ლოვატო, 4 Non Blondes, უაიკლეფ ჟანი, Post Malone და სხვები არიან. მათ შემოქმედების ჰიტები შეასრულეს და აუდიტორია დროში ამოგზაურეს.

უკვე წლებია, Dick Clark’s New Year’s Rockin’ Eve (NYRE), რომელიც 2008 წლიდან ცნობილია, როგორც Dick Clark’s New Year’s Rockin’ Eve with Ryan Seacrest, ამერიკაში ახალი წლის ღამის ტრადიციად იქცა. ABC-ის სპეციალური საახალწლო გადაცემა, რომელიც ძირითადად ნიუ-იორკის ,,თაიმს-სკვერიდან” გადაიცემა რაიან სიკრესტის მიერ წაყვანილი ყოველწლიური ბურთის ჩამოგდების ცერემონიის გაშუქებასთან ერთად, ასევე პოპულარული მუსიკოსების ცოცხალი და წინასწარ ჩაწერილი წარმოდგენებით, ახალი წლის პირველი დღეების ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები