76 წლის მაკლ დუგლასს პირველი ქორწინებიდან 42 წლის ვაჟი, ქემერონი ჰყავს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მამა მეორედ გახდა. მაიკლ დუგლასმა შვილისა და ახალშობილი შვილიშვილის ფოტო სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. აღნიშნულ ფაქტს 51 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსიც გამოეხმაურა.
„და დაიბადა კიდევ ერთი დუგლასი, კეთილი იყო შენი მოვლენა ამ სამყაროში“, – წერს ზეტა-ჯონსი.
აღსანიშნავია, რომ ქემერონი მამას წლების მატებასთან ერთად სულ უფრო და უფრო ემსგავსება.
შეგახსენებთ, მაიკლ დუგლასსა და კეტრინ ზეტა-ჯონსს 2 შვილი ჰყავთ, 17 წლის ქერისი და 20 წლის დილანი.