LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Daimler-ის შეფმა ახალ A Class-თან ფოტო გადაიღო

34

კონცერნ Daimler-ის ხელმძღვანელმა დიტერ ცეტშემ ახალი თაობის ჰეტჩბეკ Mercedes-Benz A-Class-ის ფოტო წარმოადგინა – ის მთლიანად კომუფლაჟშია ”გამოწყობილი”. გამოსახულება, რომელიც  ტესტ-დრაივისას არის გადაღებული, სოცქსელ LinkedIn-ში განათავსა.

როგორი იქნება მომავალი A-Class, მხოლოდ კონცეპტ Concept A Sedan-ის მიხედვით არის შესაძლებელი, რომელიც შანხაის მოტორშოუზე იყო წარმოდგენილი. ახალ მოდელში ყველაზე თვალსაჩინო ”დაკუნთული” კაპოტი და მსხვილი რადიატორის ჩარჩოა.

ახალი მოდელი სერიულად 2018 წლიდან ჩაეშვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები