Daimler-მა მთლიანად ელექტრონული სკოლის ავტობუსი შექმნა. გერმანულმა ავტოგიგანტმა ამერიკულ კომპანია Thomas Built Buses-თან თანამშრომლობით საინტერესო სიახლე, სახელად – Jouley წარმოადგინა და მისი სერიული წარმოება 2019 წლისთვის დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ავტობუსს ერთი დამუხტვით საკმაო მანძილის – 160 კმ. გავლა შეუძლია. ინოვაციური ტრანსპორტი ერთდროულად 81 ბავშვის გადაყვანას შეძლებს და როგორც Daimler-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ამას ის მშვიდად, სწრაფად და მავნე გამონაბოლქვის გარეშე გააკეთებს. საინტერესოა, რომ პირველი დამკვეთები ავტობუსთან ერთად საჩუქრად დამატებით მეორე ელემენტსაც მიიღებენ.