„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ შენობაში შევიდნენ და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ცდილობენ. მათ კონკრეტული კითხვები ნუგზარ ფუტკარაძესთან დაკავშირებით აქვთ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები წარწერით: „გაიგეთ, არ ვიყიდებით“ და „დაისაჯონ მოძალადეები“ აქვთ მიტანილი.
ცნობისათვის, დღეს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, შეხვედრას მართავს.
არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის მხარდამჭერებმა საკონფერენციო ოთახში შესვლა სცადეს, დაპირისპირება მოხდა და სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი შენობიდან გაიყვანეს.
“პასუხი მინდა გამცენ, რატომ მოკლეს ნუგზარი და რატომ არ იძიებენ. ჯანმრთელი ძმა მიწაში რატომ ჩამიდეს, რატომ? მკვლელებო, ჯალათებო”, – ამბობს ნაზი ფუტკარაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე სახლში გარდაცვლილი იპოვეს