LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაიწყო მსოფლიოს შემზადება, რომ ვაქცინა არ იქნება, ან თუ იქნება დაბალი ეფექტურობის”- გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი

1729
BeFunky-collage (3)

კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცებას უახლოეს ხანებში არ უნდა ველოდოთ. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, პირველ რიგში, საჭირო იქნება იმის დადასტურება, რომ ვაქცინა საშიში არ არის ადამიანისთვის და ნამდვილად ეფექტურია.

პანდემიის ფონზე საკითხის განხილვა აქტუალობას არ კარგავს სოციალურ ქსელში. გერ­მა­ნი­ა­ში მო­ღვაწე ქარ­თვე­ლი ექი­მი, იაგო ფრან­გიშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ თუ COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა შე­იქ­მნე­ბა, მას და­ბა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბა ექ­ნე­ბა.

ამასთან, იაგო ფრანგიშვილი ამბობს, რომ პირდაპირ ამ ვირუსთანაც შეიძლება ბრძოლა ჰიგიენისა და დისტანციის დაცვით.

“მას შემდეგ რაც გერმანიამ 400მილიონი ევროს ინვესტიცია გააკეთა, მთლიანად ევროზონამ კიდევ დამატებით 700 მილიონი ევროსი და ამერიკელებმა კი მხოლოდ თავად, მარტო ამერიკამ 1 მილიარდი დოლარი უკვე ჩადო, ოფიციალურად კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადების საქმეში კონკრეტულ ფირმებსა და კვლევით ცენტრებში, მას შემდეგ რაც ეს ფული უკვე გადახდილია და არავინ უკან არ დააბრუნებს, მას შემდეგ რაც უკვე არაა საჭირო რეკლამა, რამეთუ ფული უკვე მაქსიმალური მოცულობით გადახდილია და მეტის არც გადამხდელი გამოჩნდება, აი უკვე ახლა თანდათან დაიწყო მსოფლიოს მზადება, შემზადება, შეგუება იმ აზრისადმი, რომ კორონას ვაქცინა არ იქნება, ან თუ იქნება, სადღაც 13%მდე აქტიურობა, ეფექტურობა ექნებაო.

“არ არსებობს საერთო აზრი, საკმარისი იქნება ვაქცინის ერთხელ გაკეთება თუ არა” – ამირან გამყრელიძე

ჯერ კიდევ აპრილში ვეუბნებოდი ჩემს ახალგაზრდა და ულტრაშეფუთულ კოლეგებს, რომლებსაც შეფუთვა უნდოდათ მთელი კლინიკის, სულაც მთელი გერმანიისა და მსოფლიოსი, კორონას ვაქცინის დამზადებამდე,
რომ ვირუსის სასიცოცხლო ციკლიდან გამომდინარე სისხლით, ანუ აცრით ვაქცინაციის შანსი ფაქტობრივად ნულია და ინჰალატორით, შესასხურებელი ანტისხეულებით ცხვირის ლორწოს დაცვა მცირე ხნით იქნება შესაძლებელი და სხვა არაფერი მეთქი.

არ მრავლდება ეს ვირუსი სისხლში კიარა, არც ხახაში მრავლდება და არც ფილტვში. ეს არაა გრიპის ვირუსი, რომელიც პირდაპირ და თავად აზიანებს ორგანოებს, ესაა ვირუსი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცხვირის ლორწოვანში მრავლდება, მერე გადადის ქვემო სართულებში და იწვევს ლოკალურ ანთებით თუ იმუნურ რეაციას, აქედან გამომდინარე ანთებით თუ იმუნურ დაავადებებს, დეფექტებს, რომლებიც მერე აზიანებენ სხვადასხვა სისტემებს.

ამ ვირუსის გართულებებთან, უკვე დიდი ხანია ცნობილ დაავადებებთან ეფექტური ბრძოლაა მედიცინის გამოწვევა და ვალი.

რამდენიმე ცნობილი დაავადებაა, რომელსაც მედიცინა ათეული წლებია იცნობს და მათი გამომწვევი ახლა კორონა ვირუსიცაა.
მაგალითად ფილტვის ემბოლიისა, 20მდე სხვადასხვა მიზეზს ახლა 21ე დაემატა კორონა.
ასევეა ფიტვის შეშუპებაც, 50მდე მიზეზს დაემატა 51ე კორონა.
ასევეა იმუნური ჰიპერრეაქციაც, 100მდე გამომწვევ მიზეზს დაემატა 101ე კორონა.

პირდაპირ ამ ვირუსთანაც შეიძლება ბრძოლა და ეს გახლავთ უმარტივესი ჰიგიენის, ინექციოლოგიის უპირველესი წესის დაცვა და ესაა დისტანცია.

ჩინეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრაზილიამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ დიდ ქალაქებსი ვერ დაიცვა დისტანცია, უფრო მეტიც, ვირუსოლოგებმა, ხელისუფალმა, ჯანდაცვის ორგანიაზაციამ ისე დაზაფრეს და დააპანიკეს ადამიანები, რომ ათეულ ათასობით მიაწყდა საავადმყოფოს ამბულატორიებს,
საათობით იდგენენ რიგში, მერე დღეები იყვნენ გადაჭედილ საავდამყოფოებში და კვირეები კოლექტიურ კარანტინებში,
ნაადრევად მოხდა ინტუბაციები, ინვაზიური მართვითი სუნთქვა,
ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე მყოფთა 90% გარდაიცვალა.
აი ესაა გასაანალიზებელი.
იქ, სადაც არ იქნა დაშვებული ეს ტრაგიკული შეცდომები, ინფიცირებულთა მხოლოდ 2% იყო საჰოსპიტალე და 0,3% სამწუხაროდ გარდაიცვალა.

აი ამ ფაქტების და კიდევ სხვა ინფორმაციების ანალიზია აუცილებელი.”- წერს ფრანგიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g