LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებულიდან ორი ჩემი გვარისაა – მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

129
მალხაზ მაჩალიკასჰვილი

პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირის დააკავებას მალხაზ მაჩალიკაშვილი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

მისი თქმით, ხელისუფლება დაშინებით, დაკავებებით და მოსყიდვით ცდილობს არჩევნებში ხმების მოპოვებას.

„დაკავებულიდან ორი ჩემი გვარისაა. ეს ყველაფერი არჩევნებზე არის გათვლილი, როგორც ყოველთვის ხდება ხეობაში. წინასაარჩევნოდ აკავებენ და მერე მშობლებისგან თითოეულის გათავისუფლებას არჩევნებში ხმების სანაცვლოდ ითხოვენ.

ხელისუფლებას აწყობს და იციან, რომ ეს მეთოდი უნდა გამოიყენონ. სხვა გზა მათ არ აქვთ, ან დაშინებით ან მოსყიდვით, ან ბავშვების დაჭერით უნდა მოაგროვონ ხმები“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, კახეთში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს.

პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა – დაკავებულია 5 პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება 327-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g