პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობა საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულმა კიდევ ერთმა მოქალაქემ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა დაიწყო.
დაკავებულმა რეზო კიკნაძემ მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა
აღნიშნული ინფორმაცია „ფორტუნას“ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა დაუდასტურა.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, 21 იანვარს შიმშილობა დაიწყო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა 26 წლის რევაზ კიკნაძემაც, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 იანვარს პატიმრობაში დატოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო
ცნობისათვის, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კიდევ 7 პირი სასამართლომ 11 იანვარს პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.