საქართველოს პარლამენტმა დღეს პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 76 ხმით დაამტკიცა.
ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, პანდემიის ან ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება გამოიწვევს ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით. ამავე კანონის მიხედვით, წესის დამრღვევი პირი, იქნება ეს მგზავრი თუ მძღოლი, დაჯარიმდება 20 ლარით.
დაიშვება გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობის საფუძველზე მოქალაქეს არ დაეწესება ფულადი ჯარიმა წესის დარღვევისთვის. ამ და სხვა მსგავს დეტალებს უფრო კონკრეტულად, საქართველოს მთავრობა ან ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს.
