საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ევროკომისიის გუშინდელი გადაწყვეტილება სააკაშვილს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნია. ამის შესახებ ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის აზრით, „მომხდარის გამოსასწორებლად ძალიან ცოტა დრო გვაქვს და უნდა ვიყოჩაღოთ“.
„დაკლებულია წონაში. რაც შეეხება მის განწყობას, საშინელი განწყობა აქვს გუშინდელი დღის შემდეგ. მიაჩნია, რომ რაც გუშინ მოხდა, ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფაა“,- განაცხადა გიული ალასანიამ.