დასავლური მედია ამტკიცებს, რომ „გრეის 50 ელფერის“ ვარსკვლავი დაკოტა ჯონსონი ორსულადაა. TMZ-ის ცნობით, 29 წლის ჯონსონი Coldplay-ის ვოკალისტისგან, კრის მარტინისგან პირველ შვილს ელოდება. წყაროს ცნობით, წყვილმა ამის შესახებ მეგობრებისთვის მოწყობილ წვეულებაზე განაცხადა.
ცნობილია ისიც, რომ წყვილის დახურულ წვეულებას დაკოტა ჯონსონის მშობლები ესწრებოდნენ. ასევე ჯულია რობერთსი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები. ამ დრომდე დაკოტა ჯონსონსა და კრის მარტინს ამ თემაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, დაკოტასთვის ეს პირველი შვილი იქნება. კრის მარტინს კი უკვე ჰყავს 14 წლის ქალიშვილი ეპლი და 12 წლის ვაჟი მოზესი გვინეთ პელთროუსგან.