LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკოტა ჯონსონი „გრეის 50 ელფერის“ თამამი სცენებისგან დაიღალა

30

მსახიობი დაკოტა ჯონსონი ამ დროისთვის ცნობილი ეროტიკული ფილმის „ორმოცდაათი ელფერით მუქი“ გაგრძელებაში მონაწილეობს. 27 წლის ვარსკვლავმა თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თამამმა სცენებმა დაღალა.

„სექსის სცენებზე უარის თქმა არ მინდა, მაგრამ მინდა ეკრანზე სხვა რამეც ვაკეთო. ჩემი მომავალი ფილმი შესაძლოა სრულიად სხვა მიმართულების იყოს.

რაც შეეხება „გრეის 50 ელფერს“, ის არ გახდება ჩემი გედის სიმღერა. ძალიან მოტივირებული ვარ ახალ პროექტებზე, თუმცა სწორედ ამ ფილმმა მომახვედრა სამყაროში, სადაც ყოველთვის მინდოდა ყოფნა“, – განაცხადა ჯონსონმა.

მსახიობმა აღიარა, რომ მის მშობლებს, მელანი გრიფტსა და ჯონ ჯონსონს ფილმი ჯერ კიდევ არ უნახავთ. „მათთვის დისკომფორტია ამ კინოს ყურება. ერთია, რომ ფილმში მხოლოდ ერთი თამამი სცენა იყოს, მაგრამ როდესაც ის სექსუალურ ურთიერთობაზეა აგებული, ყველაფერი სხვაგვარად არის“, – აცხადებს მსახიობი.

შეგახსენებთ, რომ პროექტის მომდევნო ნაწილი „ორმოცდაათი ელფერით მუქი“ კინოგაქირავებაში 9 თებერვალს გამოდის. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები