LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები, რა – ქადაგიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

59
BeFunky-collage (7)

რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი?! – დალოცვილებო, წაიკითხეთ რა კანონები! – ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტზე და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე აშშ-ს საელჩოს განცხადებას.

აშშ-ის საელჩო ე.წ. მოსმენების კანონზე: ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა

ქადაგიშვილის თქმით, კანონპროექტი სისხლის სამართლებრივი დევნის სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას ეხება.

“რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი? – საუბარია დამნაშავეზე, რომელზედაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. უმაღლესი სტანდარტებით არის დარეგულირებული, თუ როგორ უნდა მოხდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება კანონითაც, სასამართლოთით. ზოგადი განცხადებები აზიანებს ნორმალურ პროცესს. კანონპროექტით ფარულ მოსმენებზე საგამოძიებო ორგანოთა უფლებამოსულებები არ იზრდება. როგორი უფლებამოსულებაც იყო, ზუსტად იგივე რჩება, მხოლოდ რეგულაციები იცვლება, ოღონდ რა კუთხით – იცვლება გამჟღავნების თარიღი, ფარული მიყურადების ხანგრძლივობა. ასევე საკმაოდ მძიმე მუხლები ემატება: – ქურდული სამყარო, ტერორიზმი, ნარკოვაჭრობა, ძალადობა და ა.შ. რომელი მუხლია სუსტი? – არც ერთი.

ვეტოს დაძლევის წინ კომიტეტში მოსმენა იყო. ვინც ესწრებოდა, მათგან ერთი სამართლებრივი არგუმენტი მაინც მოისმინეთ, სადაც წერია, რომ ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტს არღვევს ან ადამიანის უფლებებს აუარეზებს?! ხომ შეიძლება, ზოგადი პოლიტიკური განცხადების უკან ერთი სამართლებრივი არგუმენტი მაინც იყოს მოყვანილი?! – არის ანგარიჟირებული პოლიტიკური შეტევის მცდელობა. სირცხვილია, რომ კანონს ვეტო ეხება და მოტივირებულ ვეტოს ერთი მოტივირებული შენიშვნა არ ახლავს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ე.წოდებული მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამეომხაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს და უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები