აჭარის მთავრობის სახლთან უკრაინის მოქალაქეები აქციას მართავენ. შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც შეკრებილები ამბობენ, პირველი აგვისტოდან პრემიერის განკარგულების საფუძველზე უკრაინიდან დევნილები უნდა გამოასახლონ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მარიუპოლიდან, ხარკოვიდან და სხვა დაბომბილი ქალაქებიდან ჩამოვიდნენ.
მათი მთავარი მოთხოვნაა, გაუგრძელონ საცხოვრებელ სახლებში ყოფნის პერიოდი, რადგან წასასვლელი არსად აქვთ და ღია ცის ქვეშ რჩებიან.
„გვითხრეს, რომ პირველ აგვისტოს საცხოვრებელი სახლები უნდა დავტოვოთ. დაბომბილი ქალაქებიდან ჩამოვედით, არ გვაქვს სამსახურები და თავშესაფრის გარეშე დარჩენის საფრთხე არსებობს. ვთხოვთ, აჭარის მთავრობას, რომ იმ სახლებში სადაც ვიმყოფებით, ვადა გაგვიხანგრძლივონ. მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს და ღია ცის ქვეშ ვრჩებით.“– აცხადებენ შეკრებილები.