LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია და უნდა დაისაჯოს, დავიწყოთ, მის მიმართ მკაცრი სანქციები – პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი აქციას გამოეხმაურა

621
156196598_10209083575004136_6172473535147310902_n

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მარლგოჟატა მარია გოშევსკა აქციას – შინ ევროპისკენ, სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე დაწერილ პოსტს უძღვნის და ხალხმრავალი აქციის ფოტოსაც აქვეყნებს.

“ქართველებო! დღეს თქვენი რუსთაველზე ყოფნა, თქვენი ევროპული იდენტობის საუკეთესო დასტურია. ახლა ევროკავშირის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების დროა. დიახ, ჩვენ არ მოგვწონს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციის მიმართ. დიახ, არ განხორციელებულა ყველა მოსალოდნელი რეფორმა. დიახ, ქვეყანა ოლიგარქიულია. დიახ, ჩვენ არ მოგვწონს მტკიცე პოზიციის ნაკლებობა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე. მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ეხება ქართულ საზოგადოებას, რადგან საზოგადოება ამ ქმედებების მსხვერპლია. ეს საქართველოს ხელისუფლებასაც კი არ ეხება, რადგან ის არ მართავს. ამ ყველაფერში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია და ის უნდა დაისაჯოს! როგორ? დავიწყოთ, მის მიმართ მკაცრი სანქციები” – წერს გოშევსკა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები