საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს იხსენებს პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა
პარტიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ოკუპაციის უმმძიმეს შედეგს წარმოადგენს და როგორც ტატუნაშვილის, ასევე სხვა გმირების წინაშე, სახელმწიფო ვალდებულია, დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ:
“დღეს არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა.
❗ ის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა.
? არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ოკუპაციის უმძიმეს შედეგს წარმოადგენს. დამნაშავეთა კანონის სრული სიმკაცრით დასჯა სახელმწიფოს ვალდებულებაა არჩილისა და სხვა გმირების წინაშე.” – წერია ენმ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი, მეგობრებთან ერთად ცხინვალის დეფაქტო წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსურმა მხარემ მოგვიანებით განცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი კი, მოთხოვნის მიუხედავად, ქართულ მხარეს ერთი თვის დაგვიანებით გადასცეს.
როგორც ექსპერტიზამ აჩვენა, ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
დღეს არჩილ ტატუნაშვილს 38 წელი შეუსრულდებოდა.