LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ღამის ცვლაში მომუშავეებს პერიოდული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტაროს

139
wsi-imageoptim-1498600370-rabota

ღამის სამუშაოზე დასაქმებულებს შეუძლიათ, სამედიცინო შემოწმება მოითხოვონ. მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მისთვის წინასწარი (დასაქმებამდე) და შემდგომი პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება, სამედიცინო კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით.

კანონმდებლობით, ღამის სამუშაოზე დასაქმებულია პირი, რომელიც ყოველდღიური ნორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში ღამის (22:00 საათიდან 06:00 საათამდე) განმავლობაში ჩვეულებრივ მუშაობს არანაკლებ 3 საათს, ან პირი, რომელიც წლიური სამუშაო დროის არანაკლებ ერთი მეოთხედი მუშაობს ღამის (22:00 საათიდან 06:00 საათამდე) განმავლობაში.

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს.

“დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული წინასწარი (პროფესიული) სამედიცინო შემოწმების მიზანია, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა მოცემული ღამის სამუშაოსათვის ანუ იმ დაავადებებისა, თუ პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენა, რომლის დროსაც კონტაქტი მოცემულ პროფესიულ ფაქტორთან უკუნაჩვენებია. დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული წინასწარი სამედიცინო შემოწმების პროცესში საჭიროა სამუშაოდ მისაღები პირების სამედიცინო სტატუსის სრული აღწერა, რათა შემდგომ, პერიოდული სამედიცინო შემოწმების დროს, ეს საწყისი მონაცემები მხედველობაში იქნას მიღებული, როგორც პროფესიული პათოლოგიის ადრეული ნიშნების გამოვლინების, ისე მისი ჰიპერდიაგნოსტიკის თავიდან აცილების მიზნით.

პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება უზრუნველყოფს: პროფესიული შრომის მავნე და არახელსაყრელ პირობებში და სხვა პროფესიებზე მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიკურ დაკვირვებას, პროფესიული და იმ ზოგადი დაავადებების საწყისი სიმპტომების გამოვლენას და პროფილაქტიკას, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნულ პირობებში მუშაობის გაგრძელების წინააღმდეგ ჩვენებას, უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას.

პერიოდული სამედიცინო შემოწმების ძირითადი ამოცანებია: მოქმედ საწარმოო ფაქტორთან და ღამის სამუშაოსთან დაკავშირებული პროფესიული დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენა და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება ავადმყოფთა ორგანიზმის დარღვეული ფუნქციების და შრომის უნარის აღსადგენად.

დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, ღამის სამუშაოზე პირის დასაქმებამდე და ამ დანართის მე11 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდულობით, დამსაქმებელი საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, რათა დადგინდეს ღამით მუშაობის პოტენციური რისკები და უარყოფითი შედეგები დასაქმებულის ჯანმრთელობაზე.

დასაქმებულს პერიოდული სამედიცინო გასინჯვები უტარდება წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, საექიმო საქმიანობის უფლების მქონე შესაბამისი ექიმსპეციალისტის რეკომენდაციით, 6 თვეში ერთხელ,”- ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g