LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამთვალიერებელი იხილავს ენიო მორიკონეს მუსიკის ინსპირაციით შექმნილ ნამუშევრებს, მათ თვალწინ გაცოცხლდება არაერთი ცნობილი კადრი გენიალური ფილმებიდან“ – 28 აგვისტოს ბათუმის საზაფხულო თეატრი მხატვარ ლელა ბექაურის გამოფენას უმასპინძლებს

306
ლელა ბექაური

28 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში, გამოფენების-ფესტივალების ორგანიზების დამფუძნებლის, მარიამ თოფალაშვილის ხელმძღვანელობით, Black Queen & Soprano Vocal Ensemble-ს და სოპრანო სოფია შალამბერიძის კონცერტი გაიმართება.

საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი თავად სოფია შალამბერიძეა.

„პირველად საქართველოში, მსმენელს საშუალება ეძლევა, განიცადოს ENNIO MORRICONE-ს უკვდავი მუსიკის მაგია საოპერო ხმების ინდივიდუალურ ინსპირაციაში!

BLACK QUEEN-ის სოპრანო, სოფია შალამბერიძე საერთაშორისოდ განთქმულია ლამაზი ხმით და გამორჩეული შესრულების მანერით“, – აღნიშნავენ საღამოს ორგანიზატორები.

ღონისძიების ფარგლებში, ბათუმის საზაფხულო თეატრში მისული სტუმრები მოცეკვავე ნუცა დიაკვნიშვილის მხატვრული გაფორმების ფონზე, იხილავენ მხატვარ ლელა ბექაურის მიერ, ENNIO MORRICONE-ს მუსიკის თემატიკაზე შექმნილ, პერსონალურ გამოფენა-გაყიდვას.

„მოხარული ვარ, რომ სოფია შალამბერიძის მიერ ორგანიზებულ საღამოზე დამთვალიერებელს ჩემს ნამუშევრებს წარვუდგენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ენიო მორიკონეს მუსიკის თემატიკაზე შექმნილი ტილოები. ამასთან, დამთვალიერებელი იხილავს ჩემ მიერ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს.

ასე რომ, კონცერტზე მოსულ მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს როგორც ენიო მორიკონეს მიერ შექმნილ გენიალურ ნაწარმოებებს, ასევე ვიზუალურად აღიქვას ლეგენდარული კომპოზიტორის შემოქმედება“, – აღნიშნავს მხატვარი ლელა ბექაური „ფორტუნასთან“ საუბარში და ამბობს, რომ დამთვალიერებლის თვალწინ გაცოცხლდება კადრები ფილმებიდან: „ერთხელ ამერიკაში“, „კარგი, ცუდი, ბოროტი“, „მალენა“ და სხვა.

ამავე საღამოს ფარგლებში, ასევე გაიმართება სხვადასხვა ფერმწერთა გამოფენა-ფესტივალი.

კარის გახსნა – 19:00 / დასაწყისი – 20:00.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g