LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამწვარი შენობის დემონტაჟი არ მოხდება – კახა კალაძე მოვაჭრეებს შეხვდა

93

დამწვარი ბაზრობის ტერიტორია კიდევ ერთხელ მოინახულა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა.

კალაძის განცხადებით, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ სავაჭრო ცენტრის აღდგენა დაიწყება და  შენობის დემონტაჟი არ იგეგმება.

„მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები დაასრულებენ  მუშაობას, მოვაჭრეებს ტერიტორიაზე შესვლის და გადარჩენილი პროდუქციის გამოტანის შესაძლებლობა მოგეცემათ. ადმინისტრაცია მზად არის, ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდიალურად გაიაროს ზარალის საკითხი. გაძლევთ პირობას, რომ საგამოძიებო მოქმედებების დასრუილების შემდეგ ტერიტორია დასუფთავდება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები, შენობის  დემონტაჟი არ მოხდება,” – განაცხადა კახა კალაძემ მოვაჭრეებთან შეხვედრისას.

ამასთან, სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულის“ აღდეგნამდე მოვაჭრეებს ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე შეღავათიანი პირობებით გამოეყოფათ სავაჭრო სივრცე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g