LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანაშაულის გრძნობამ კაცს 15 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის აღიარება აიძულა

115
ft_WKND_NM-Landlord-1024x725

აშშ-ში, ნიუ მეხიკოს შტატის მკვიდრი პოლიციას ჩაბარდა და აღიარა დანაშაული, რომელიც 2008 წელს ჩაიდინა. უჩვეულო ისტორიას Fox News Channel ავრცელებს.

37 წლის ტონი რეი პერალტამ 2 მაისს პოლიციაში დარეკა და ოპერატორს უთხრა, რომ 15 წლის წინ 69 წლის უილიამ ბლოჯეტი მოკლა. დამნაშავემ ისიც დააზუსტა, თუ სად იმყოფებოდა ამ დროს და პატრულის მისვლას დაელოდა. დაკითხვაზე ტონიმ ცრემლები ვერ შეიკავა და თქვა, რომ ჩაბარება მას დანაშაულის გრძნობამ აღიარა, იმან რომელიც მთელი ეს წლები „შიგნიდან ჭამდა“.

დაკავებულმა დააზუსტა, რომ გვამი სახლის იატაკში ჰყავდა დამალული. მითითებულ ადგილას სამართალდამცავებმა მიცვალებული მართლაც იპოვეს.

„მე არანაირი გამართლება არ მაქვს. სხვა ადამიანებს ის აქვთ, მე კი არანაირი არ მაქვს“, – განაცხადა რეიმ. მან გარდაცვლილის ნათესავებს შეუთვალა, რომ ის ძალიან კარგი ადამიანი იყო და სიკვდილს არ იმსახურებდა.

უილიამ ბლოჯეტი 2009 წლის დასაწყისიდან უკვალოდ დაკარგულად ითვლებოდა. მკვლელი მოკლულის სახლს ქირაობდა და თავიდანვე ეჭვმიტანილთა სიაში იყო, თუმცა იმის გამო რომ დაკარგულს ვერ მიაკვლიეს გამოძიება ჩიხში იყო შესული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები