LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანია ბებია-ბაბუებს შვილიშვილების მოსავლელად შვებულებას მისცემს

107
Screenshot 2025-04-30 143925

დანიაში წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც ბებიებსა და ბაბუებს საშუალებას მისცემს აიღონ ანაზღაურებადი შვებულება, რათა შვილიშვილებზე ზრუნვა შეძლონ. ინიციატივის მიხედვით, უფროსი თაობა შეძლებს დასვენებას იმ შემთხვევებში თუკი ბავშვი ცუდადაა, ან უბრალოდ დეკრეტულ შვებულებაში შვილებს სჭირდებათ დახმარება. სიახლის შესახებ NJORD Law წერს.

ამჟამად ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ მარტოხელა მშობლებს აქვთ. ახალი წესი კი ამ უფლებას ყველა ოჯახზე განავრცობს. ამასთან, ბავშვზე ზრუნვის შვებულების ხანგრძლივობა არ შეიცვლება.

როგორც ინიციატივის ავტორები აზუსტებენ, ეს დაეხმარება დასაქმებულ მშობლებს, რომლებსაც შვილების ავადობის გამო სამსახურის გაცდენა ხშირად უწევთ. ამასთან, ბებია-ბაბუებს ექნებათ შესაძლებლობა რომ შვილიშვილების ცხოვრებაში მეტად მიიღონ მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა დამსაქმებლებთან და პროფკავშირებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები