დანიის მუზეუმი მზადაა, რომის იმპერატორის ბრინჯაოს თავი, რომელიც უკვე 50 წელია მათთან ინახება, თურქეთს დაუბრუნოს. საუბარი სეპტიმიუს სევერუსის ქანდაკებაზეა, რომელიც ანკარის ვერსიით XX საუკუნეში არქეოლოგიური გათხრების დროს მოიპარეს.
იმპერატორის ქანდაკება, რომელიც ჩვენს წელთაღირცხვამდე 145-211 წლები ცხოვრობდა, თურქეთის ძველ ქალაქ ბუბონში იპოვეს და საზღვრებს გარეთ უკანონოდ გაიტანეს. ის დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ში, კერძო კოლექციაში ინახებოდა, შემდეგ კი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმს გადაეცა. თითქმის 2 წლის წინ ქანდაკება თურქეთს დაუბრუნეს, თუმცა თავის გარეშე.
თურქეთმა განაცხადა, რომ დაკარგული თავი მთელი ამ დროის განმავლობაში დანიაში ინახებოდა. 18 თვიანი გამოძიების შემდეგ კი არტეფაქტის სამშობლოში დაბრუნება გადაწყდა.
თურქეთი ქანდაკებას უახლოს მომავალში გამოფენს და მისი ნახვა ყველა მსურველს შეეძლება.