LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიამ საფრანგეთი დაამარცხა და მესამე „კულინარიული ოსკარი“ მოიპოვა

146
1200x675_cmsv2_afe08351-55ca-5461-ad9a-51d6294c275d-7333146

დანია უკვე მესამედ, პრესტიჟული კულინარიული კონკურსის Bocuse d’or გამარჯვებული გახდა. დანიელებმა ტურნირის მასპინძლებს და მოქმედ ჩემპიონებს – ფრანგებს აჯობეს. გამარჯვების მოპოვებაში კი მათ ცნობილი შეფ-მზარეული ბრაიან მარკ ჰანსენი დაეხმარა.

Euronews-ის ინფორმაციით, 60-მდე ქვეყანაში ჩატარებული ნაციონალური არჩევნების შემდეგ, სადაც ყველაზე ნიჭიერი კულინარები შეარჩიეს, ფინალური შეჯიბრი ლიონში ჩატარდა და იქ ერთმანეთს 24 შეფ-მზარეული შეხვდა. (ლინკი) დანიის შემდეგ მეორე ადგილი ნორვეგიამ, მესამე კი უნგრეთმა დაიკავა.

Bocuse d’or ანუ იგივე „ოქროს ბოკიუზი“ – მზარეულებს შორის მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე პრესტიჟულად მიიჩნევა. ჩემპიონატის სულისჩამდგმელი მსოფლიოში ცნობილი მზარეული პოლ ბოკიუზია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები