LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში საახალწლოდ ფეიერვერკების გაყიდვა და გამოყენება შეიზღუდება

112
fireworks-879461_1280

დანიაში პიროტექნიკის შეძენა მხოლოდ კონკრეტულ დღეებში, გაშვება კი მხოლოდ ახალი წლის ღამეს იქნება ნებადართული. სიახლის შესახებ Your Danish life წერს.

ფეიერვერკი დანიის მაღაზიებში მხოლოდ 15-დან 31 დეკემბრამდე გაიყიდება. ხოლო არაკეთილსინდისიერ გამყიდველებს ჯარიმის – 10 ათასი დანიური კრონის (1 340 ევრო) გადახდა მოუწევთ.

ფეიერვერკის გაშვება მხოლოდ 31 დეკემბერს და 1 იანვარს იქნება ნებადართული. წლის სხვა ნებისმიერ დროს კანონდამრღვევებს ჯარიმას – 2,5 ათას დანიურ კრონს (335 ევროს) გამოუწერენ.

აკრძალვის შემოღების მიზეზი გახდა პიროტექნიკასთან დაკავშირებული ტრავმები, რაც სადღესასწაულო სეზონის თანმდევი მოვლენაა. ასევე, ფეიერვერკები და მათთან დაკავშირებული ხმაური ცხოველებსა და ფრინველებს სიმყუდროვეს ურღვევს და ბოლოს, შეზღუდვა ჰაერში მავნე გამონაბოლქვსაც შეამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები