LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში სასაფლაოს ყვავილები უფრო ეკოლოგიური გახდება

182
download

დანიელმა ფლორისტებმა გადაწყვიტეს, რომ სამძიმრებისთვის განკუთვნილი ბუკეტები უფრო ეკოლოგიური გახადონ და მათი აწყობისას პლასტმასის შემცველობის თოკები თუ შეფუთვა აღარ გამოიყენონ. ამის დამსახურებით სასაფლაოების თანამშრომლებს შეეძლებათ ეს ყვავილები, როცა დრო მოვა, პირდაპირ გადასამუშავებლად გაგზავნონ და შეამცირონ ნაგვის რაოდენობა, რომელიც გარემოს აბინძურებს. სიახლის შესახებ ადგილობრივი გამოცემა წერს.

ფლორისტებმა ეკოლოგიაზე ზრუნვა თავისი ინიციატივით დაიწყეს. ექსპერტთა გამოთვლით, თუკი დანიის სასაფლაოებზე მიტანილი ყვავილების 80% ეკოლოგიური იქნება, ქვეყანას წელიწადში 43,1 ტონით ნაკლები მავნე გამონაბოლქვი ექნება.

ეკო-ბუკეტებზე შესაბამის წარწერასაც დაიტანენ, რაც მყიდველს ამცნობს, რომ ყვავილი გადამუშავებას ექვემდებარება. ეს წარწერა სასაფლაოების თანამშრომლებსაც შეატყობინებს, რომ ყვავილი შეუძლიათ პირდაპირ გადასამუშავებელ ურნაში მოათავსონ.

საინტერესოა, რომ ეტიკეტებიც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები