LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში სკოლის მოსწავლეებს ინგლისურის გამოცდაზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უფლება მისცეს

110
computing-feat

დანიაში განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2026 წლიდან მოსწავლეებს უფლება ექნებათ, ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის მოსამზადებლად ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოიყენონ. ამის შესახებ al24news წერს.

ინიციატივა მეცხრე კლასის შემდგომ გამოცდებს შეეხება. მოსწავლეებს მოსამზადებლად ერთ საათს მისცემენ და ამ დროის განმავლობაში მათ შეეძლებათ ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენება, მათ შორის გენერაციული AI-ისაც.

სამინისტროს განმარტებით, ექსპერიმენტის მიზანია იპოვონ ბალანსი ციფრული უნარების განვითარებასა და განათლების ხარისხის შენარჩუნებას შორის. ასევე – მოსწავლეთა მომზადება თანამედროვე ციფრულ სამყაროში ცხოვრებისათვის.

განსხვავებით ზეპირისგან, წერითი ნაწილის წესები გამკაცრდება. ის ბავშვებმა ხელით, კომპიუტერის გარეშე უნდა ჩააბარონ, რაც ხელს შეუწყობს აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას და საკუთარი ენობრივი სტილის განვითარებას.
ექსპერიმენტი იქნება ნებაყოფლობითი და მხოლოდ იმ სკოლებს შეეხება, რომლებიც მონაწილეობას თავად ისურვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები