LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში სურთ, რომ აპლიკაციები ნაკლებად „ჩამთრევი“ გახადონ

131
20240429-111328-4-1920x1280we

დანიაში სურთ IT-კომპანიები დაავალდებულონ, რომ მობილური აპლიკაციები ნაკლებად „ჩამთრევი“ გახადონ. ასეთი წინადადებით სოციალ-დემოკრატთა პარტია გამოვიდა, წერს The Local.

თუკი კანონი ძალაში შევა, ისეთ აპლიკაციებში, მაგალითად როგორიცაა – TikTok ან Shapchat, აღარ გამოიყენებენ ალგორითმს რომელიც მიჩვევას იწვევს. საუბარია გვერდის დინამიკურ ჩატვირთვაზე ან ვიდეოს ავტომატური ჩართვის ფუნქციაზე.

პოლიტიკოსებს სურთ, რომ ასეთი აპლიკაციების გამოყენებაზე ასაკობრივი ლიმიტი დააწესონ (15 წლიდან ზემოთ). სხვა რეკომენდაციებს შორისაა – აპლიკაციებში ისეთი რეკლამის აკრძალვა, რომელიც ბავშვებსა და 18 წლამდე ახალგაზრდებზეა გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვების შემოღებას ევროკავშირიც განიხილავს.

პოლიტიკოსთა აზრით, „ჩამთრევი“ აპლიკაციები ყურადღების კონცენტრაციასა და ადრეულ ასაკში ტვინის განვითარებაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები