დანიის მაცხოვრებლებს სთხოვეს, რომ თავისი ხმები ჩაიწერონ და შემდეგ ეს ჩანაწერები გასცენ. პროექტის მიზანი ხმოვანი ასისტენტების სწავლებაა, მაგალითად ისეთების როგორიცაა Siri ან Alexa, წერს Nyheder.
საქმე ისაა, რომ ამ ასისტენტებს ბრძანებები ყოველთვის სწორად არ ესმით, განსაკუთრებით მაშინ როცა ადამიანი დიალექტზე საუბრობს. დიალექტები კი დანიაში საკმაოდ მრავლადაა.
პროექტის ფარგლებში მთლიანობაში 50 ათასი ხმის ჩანაწერის მოგროვება იგეგმება.
ამისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის ჩამწერი სპეციალური ჯიხურებიც დადგეს. მზა სასაუბრო ალგორითმებს შემდეგ სისტემაში დანერგავენ და ლიცენზიის შეძენაც არ იქნება საჭირო.
შეგახსენებთ, რომ დანია მსოფლიოში უდიდესი სუპერ კომპიუტერის პროექტსაც იწყებს და ეს კომპიუტერი ხელოვნური ინტელექტით იქნება აღჭურვილი.