LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რამდენი ხორცის მირთმევა შეიძლება ისე, რომ პლანეტას ზიანი არ მიადგეს

106
_121266440_green_diet_article_im

დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოთვალეს, თუ რა რაოდენობის ხორცის მირთმევაა უსაფრთხო პლანეტის ეკოლოგიისთვის. მათი მონაცემებით, ეს ციფრი კვირაში 255 გრამს შეადგენს – ეს კი დაახლოებით ორი ცალი ქათმის მკერდია, წერს The Independent-ი.

სპეციალისტებმა 32 ფაქტორი გააანალიზეს, მათ შორის პროდუქტის კვებითი ღირებულება და გავლენა კლიმატზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით სპეციალისტებმა შეიმუშავეს მოდული, რომელიც აჩვენებს, თუ რომელი რაციონი ითვლება ეკოლოგიურად მისაღებად.

აღმოჩნდა, რომ წითელი ხორცის მცირე რაოდენობით გამოყენებაც კი, მაგალითად, ცხვრის ხორცის – შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს. მკვლევართა აზრით, მისი წარმოება საჭიროებს ძალიან ბევრ მიწას და წყალს, ასევე იწვევს დიდი რაოდენობით მავნე გამონაბოლქვს.

მკვლევრები აზუსტებენ, რომ მათ კვლევებში არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი რეგიონების განსაკუთრებული მახასიათებლები, ისეთი როგორიცაა პროდუქტების ხელმისაწვდომობა და კულტურული ტრადიციები. მიუხედავად ამისა, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ხორცის მოხმარების შემცირება, განსაკუთრებით წითელი ხორცის, გარემოს დაცვის საკითხში გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები