პოეტი ვაჟა ხორნაული გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში დუშეთის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება ავრცელებს.
„დაობლდა ქართული პოეზია ერთი ბრწყინვალე პოეტით, საქართველო კი – ღვთისნიერი კაცით… – პოეტი ვაჟა ხორნაული გარდაიცვალა
დუშეთის საბიბლიოთეკო გაერთიანება, უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მკითხველს და სრულიად საქართველოს![]()
“ – წერს სოციალურ ქსელში დუშეთის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება.
სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს პოეტი მარიამ წიკლაურიც:
„პოეტი ვაჟა ხორნაული გარდაცვლილა… დაობლდა ქართული პოეზია ერთი ბრწყინვალე პოეტით, საქართველო კი – ღვთისნიერი კაცით… ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მკითხველებს… გისამძიმრებ რუსუდან რუსუდან ბერეკაშვილი“, – წერს სოციალურ ქსელში მარიამ წიკლაური.
"დაობლდა ქართული პოეზია ერთი ბრწყინვალე პოეტით, საქართველო კი – ღვთისნიერი კაცით" – პოეტი ვაჟა ხორნაული…
Posted by დუშეთის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება on კვირა, 21 დეკემბერი, 2025
ვაჟა ხორნაული 1948 წელს, დუშეთის რაიონში, სოფელ კაწალხევში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს.
გამოცემული აქვს წიგნები: „ცა გაზაფხულის ტოტებში“, „ჯერ ნაპირამდე შორია“, „ჯერ გულში იბადებოდა“, „დაგცადე ათასფერადა“, „წყარო მუხის ჩეროში“, „ცის და მიწის სინათლეში“, „გულს მუდამ ახსოვხარ“, „სასწაულები ისევ გრძელდება“, „სამოთხის წყალში ოქროს თევზი რომ გაიელვებს“, „ყვავილი ღმერთის უბეში“, „თუ უკვდავების ვიპოვე წყარო“, „სიყვარულის ძაფზე ჩამოქნილი სიცოცხლის სანთელი“; ავტორია ნატუროპათიულ თემაზე შექმნილი წიგნისა „სნეული, სნეული, სნეული მსოფლიო (კაცობრიობა დანა-ჩანგლით ითხრის სამარეს“.
მისი წიგნები თარგმნილია რუმინულ, რუსულ, უკრაინულ და სომხურ ენებზე.

