LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება იყო „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე – პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა

71
police

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, ვითარება კვლავ დაძაბულია.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ისევ ცდილობენ იმ ადგილამდე მისვლას, სადაც პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღონისძიება უნდა გაიმართოს.

თავის მხრივ სამართალდამცველები ამის საშუალებას მათ არ აძლევენ.

როგორც ცნობილია, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციამ რადიკალური ჯგუფის რამდენიმე აქტივისტი ადგილიდან გაიყვანა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე.

„ადგილზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი. ყველას, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება. ასევე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, არ გასცდნენ კანონის და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.

ნებისმიერი ფაქტი, სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის მკაცრად იქნება დასჯილი.”-აცხადებს სირაძე.

თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დღეს კინოჩვენება და დისკუსია უნდა გაიმართოს, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სხვადასხვა პოლიტიკოსი დაესწრებიან.

ადგილზე დიპლომატები უკვე მივიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g