48 წლის დარენ არონოფსკის რომანი 26 წლის სიუკი უოტერჰაუსთან აქვს. ამ დღეებში რეჟისორი და მოდელი „სანდენსის“ კინოფესტივალს ესტუმრნენ. თვითმხილველების თქმით, ისინი ერთმანეთს წამითაც არ მოშორებიან. მეორე დღეს კი ისინი სეირნობის დროს გადაიღეს.
შეგახსენებთ, რომ არონოფსკის აქამდე რომანი ჯენიფერ ლოურენსთან ჰქონდა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ დაშორდა. რაც შეეხება სიუკის, ის მექსიკელ მსახიობს დიეგო ლუნას ხვდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ერთმანეთს ისინიც დაშორდნენ.