საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს წყალგამტარი მილის მოწყობის სამუშაოებს, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 11 ივლისის 17:00 საათიდან 12 ივლისის 05:30 საათამდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.