LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარიალის ხეობაში ორ კილომეტრამდე სიგრძის ახალი გვირაბი გაიხსნა

108

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 – კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა.

გვირაბი მნიშვნელოვნად გაამარტივებს და უფრო უსაფრთხოს გახდის მოძრაობას აღნიშნულ მონაკვეთზე.

ახალი გვირაბი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს.

1,7კმ-იანი სიგრძის ახალი გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5მ-ია დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას აშენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები