დარწმუნებული ვარ რომ ის, რაზეც მან ხელი მოაწერა, მისთვის სიკვდილის ტოლფასია, – დავით დოიაშვილის განცხადებით, თინათინ რუხაძეს ეს გადაწყვეტილება საკუთარი ნებით არ მიუღია.
მისივე თქმით, ის უბრალოდ შემსრულებელი აღმოჩნდა.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის, რაზეც მან ხელი მოაწერა, ზუსტად ვიცი, რომ მისთვის სიკვდილის ტოლფასია. მეტსაც ვიტყვი, თუ ეს არ მოხდა უფრო ჩქარა, მგონია, რომ ესეც თიკა რუხაძის დამსახურებაა. ალბათ ძაან დიდხანს წელავდა ამ პროცესს. არ მგონია, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა, ყოველ შემთხვევაში, მინდა რომ ამის მჯეროდეს. ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება, ის აღმოჩნდა შემსრულებელი“, – განაცხადა დოიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
შეგახსენებთ, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძეა, რამდენიმე თვეა გაფიცულია.
ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:
„მივმართავ თეატრალურ კომფორტში ჩამთბარ და ჩაბიჟვინებულ „მოღვაწეებს..“ – რას წერს დათა თავაძე
„ეს არის პასუხი მანიფესტს…ქუჩაში გამოსვლაა საჭირო“ – სოფო ნიჟარაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე
„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი
„დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი“ – ქეთი დოლიძე