„ბატონი ივანიშვილი, თუ ის გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება“, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტების კითხვას – შესაძლოა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს.
„თუმცა, ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, არ ვიცი“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება 2017 წელს შევიდა. ცვლილების მიხედვით, 2024 წლიდან პრეზიდენტს, მოქალაქეები პირდაპირი არჩევის წესით აღარ აირჩევენ.