LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და თანაცხოვრებას.. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა“ – კახა კალაძე

168
Untitled design (19)

თბილისის მერმა, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სოხუმის დაცემის ოცდამეათე წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მშვიდობას, განვითარებას არ აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო. ერთ–ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია უახლეს ისტორიაში – სოხუმის დაცემის დღე.

ეს თარიღი, რა თქმა უნდა, ერთნაირად მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ქართველისთვის.

ამ დღეს მოჰყვა ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეებს, ჩვენი გმირი მებრძოლების შეწყვეტილი სიცოცხლე, დევნილად ქცეული მოსახლეობა, გახლეჩილი საქართველო.

მინდა, პატივი მივაგო ტერიტორიულ მთლიანობას შეწირულთა ხსოვნას და ხაზი მინდა გავუსვა, მშვიდობას, განვითარებას არ აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო და ყველამ ერთად შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება.

დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და თანაცხოვრებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

„მინდოდა მეთხოვა, რომ ჩემს სიცოცხლეში გადმოასვენონ.. ობოლმა ბავშვებმა გაიგონ მათი მამა სადაა, მაგრამ წავიდა, არ მოგვისმინა“ – აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან ხმაური იყო

„მჯერა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ეკუთვნის, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

magti 5g