LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასასვენებლად მყოფი აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია განხორციელდა

490
WASHINGTON, DC - MARCH 20: U.S. President Joe Biden and First Lady Jill Biden return to the White House on March 20, 2022 in Washington, DC. The Biden's are returning from a weekend trip to Delaware. (Photo by Kevin Dietsch/Getty Images)

თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, დელავერის რეზიდენციიდან აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას „სიენენი“ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირის თქმით, ჯო და ჯილ ბაიდენები დელავერის შტატში, დასახლება რეჰიბოთ ბიჩში მდებარე სახლში ისვენებდნენ, როდესაც აკრძალულ საჰაერო სივრცეში მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი შეამჩნიეს. ინციდენტის გამო, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია განხორციელდა.

„მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი აკრძალულ საჰაერო სივრცეში შევიდა. მიღებულ იქნა სიფრთხილის ზომები. პრეზიდენტსა და მის ოჯახს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

მოგვიანებით, მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი უკვე დაბრუნდნენ თავიანთ რეზიდენციაში.

მედიის ცნობით, მომხდარის შესახებ თეთრმა სახლმა პრესას ინციდენტიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ აცნობა.

ამასთან, ოფიციალური პირის ცნობით, აკრძალულ ზონაში თვითმფრინავი შეცდომით მოხვდა და პილოტთან კომუნიკაციის შემდეგ, ის აღნიშნული ზონიდან გაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g