LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დასავლეთისგან დისტანცირება ეგზისტენციალური საფრთხეა უპირველესად კულტურული თვალსაზრისით… ევროპასთან ხიდის ჩანგრევა საქართველოსთვის ქმნის ცივილიზაციურ, კულტურულ და იდენტობის კრიზისის წინაპირობას“ – ნათია ფანჯიკიძე

127
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპასთან ხიდის ჩანგრევა საქართველოსთვის ქმნის ცივილიზაციურ, კულტურულ და იდენტობის კრიზისის წინაპირობას.

მისი განცხადებით, დასავლეთთან დაშორება საქართველოს კულტურული თვალსაზრისით ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აყენებს. 

„არის თუ არა დასავლეთთან დაშორება ეგზისტენციალური საფრთხე, უმეტესწილად ყოფით აუცილებლობებს ჩამოთვლიან ხოლმე – ემიგრანტები, მედიცინა, კეთილდღეობა და სხვა… რეალურად კი უფრო დიდი, ნამდვილად ეგსიზტენციალური საფრთიხ წინ ვდგავართ, თორემ ზემოთ ჩამოთვლილის მიღება ჩინეთში და თურქეთშიც შეიძლება (სანამ თურქეთიც ევროკავშირის წევრი გამხდარა) – დასავლეთისგან დისტანცირება ეგზისტენციალური საფრთხეა უპირველესად კულტურული თვალსაზრისით. ფაქტობრივად საქართველო წყდება ქრისტიანულ ცივილიზაციას. ერი კი პირველ რიგში კულტურული ფენომენია. ევროპასთან ხიდის ჩანგრევა საქართველოსთვის ქმნის ცივილიზაციურ, კულტურულ და იდენტობის კრიზისის წინაპირობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g