LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასერჩვა დანაშაულია! ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში დაბარებულმა სოცქსელში პოსტი დადო

628
4zokeesn7hsnr46

ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში დამიბარეს.
დასერჩვა დანაშაული ყოფილა თურმე. ასეთ საგიჟეთში ვცხოვრობთ – წერს George Lubaretsi სოციალურ ქსელში.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ ბაჩალიაშვილის საქმეზე დამიბარეს პროკურატურაში 🙂
სანამ ჯერ კიდევ დაკარგული იყო, ვსერჩავდი ხოლმე რაღაცებს. იქნებ რამე ახალი მეპოვა და მალე აღმოეჩინათ თამარიც.
ჰოდა დასერჩილი გქონია რაღაცები და ამიტომ ტელეფონი უნდა წაგართვათ, გავხსნათ, ჩატები, ზარები, მესიჯები, სურათები და შენი პირადი ინფორმაცია უნდა ამოვიღოთო.

დასერჩვა დანაშაული ყოფილა თურმე. ასეთ საგიჟეთში ვცხოვრობთ“.

 

მის პოსტს სოციალურ ქსელში პროკურატურის მიმართ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორ გაიგეს რო სერჩავდი?
საჯარო რეესტრის საიტზე ვეძებდი. ლოგებიდან ჩემი IP ამოიღეს და რატო დასერჩეო.

 

გთავაზობთ კომენტარებს:

„ცოტა ცნობისმოყვარე ადამიანი თუ ხარ ან ვიღაცის დახმარება გინდა და შენი ძალებით რაღაცას ჩალიჩობ, თურმე შეიძლება შარში გაეხვე”.

„ინტერნეტში ძრომიალი საშიში რამე გახდა უკვე“.

„სულ გაუტია ხელისუფლებამ.
არავის პირად სივრცეს არ ტოვებენ ხელშეუხებელს.“

„დაგუგლვა დანაშაულია! მხოლოდ პეპლები და ყვავილები დასერჩეთ თანამოქალაქენო!“

„რას ვსერჩავთ, რა საიტს ვხსნით, ნებისმიერი რამეზე აქვთ წვდომა და ამაში დამნაშავეა ყველა, დაწყებული ინტერნეტპროვაიდერებიდან დამთავრებული რიგითი მოქალაქით, რომელიც საბჭოთა პოლიციურ მთავრობებს უჭერს მხარს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g