LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაშავებულია 4 ადამიანი – ახალი დეტალები ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შესახებ

113
Capture

ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზისუბნის დასახლებაში აფეთქების ხმა ორჯერ გაიგეს.

მათივე ინფორმაციით, სახლი სადაც აფეთქება მოხდა გაქირავებული იყო.

ვაზისუბნის დასახლებაში გაზი აფეთქა – მოსახლეობა ევაკუირებულია

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, მათ შორის ერთი მათგანი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

“აფეთქების ხმა გავიგე. ორჯერ იყო აფეთქება ძლიერად. ეზოში მანქანებს შუშები აქვს ჩამსხვრეული. პირველ სართულზე ვცხოვრობ. როგორც ვიცი მდგმურები ცხოვრობენ იმ ბინაში. გაქირავებული აქვს მეპატრონეს.

სავარაუდოდ, საღამოა და სახლში უნდა ყოფილიყვნენ აფეთქების დროს. მეორე სართულიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს ცოცხალი და პირველი სართულიდან არ იციან”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ვაზისუბანში კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირს უკავშირდება. ტერიტორიაზე სახანძო-სამაშველო ჯუფები მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები