რამდენიმე დღის წინ დასავლური მედია დაკოტა ჯონსონისა და კრის მარტინის დაშორების შესახებ ალაპარაკდა. წყარო იუწყებოდა, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ურთიერთობის შენარჩუნებას, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ.
სულ ცოტა ხნის წინ Hollywood Life-მა სტატია გაავრცელა. ინსაიდერმა გამოცემას განუცხადა, რომ მარტინი და ჯონსონი კვლავ ერთად არიან. აგრეთვე, რამდენიმე დღის წინ 34 წლის მსახიობმა, New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ის და კრისი კვლავ ერთად არიან და თავს საოცრად ბედნიერად გრძნობენ.
ცნობისთვის, წყვილი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდება. მიმდინარე წელს ცნობილი გახდა, რომ ისინი დაქორწინებას გეგმავენ.
ექს-მეუღლისგან კურთხევის შემდეგ, კრის მარტინმა დაკოტა ჯონსონი ბოლოს და ბოლოს დანიშნა
დაკოტა ჯონსონისა და კრის მარტინის უიშვიათესი გამოჩენა