LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დათო არასდროს ჩანს კადრში.. ყველა ჩართვა თუ „ლაივ“ კადრი ამ ბიჭის გადაღებულია. თან კამერასთან ერთად თითქმის 20 კილოიანი ჩართვის აპარატით დარბის“ – ნანუკა ქაჯაია ოპერატორ დათო ბერაძეს მადლობას უხდის

2407
ნანუკა ქაჯაია

1 თვეზე მეტია, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს. მათი განცხადებით, აღნიშნული კანონი რუსულია და მისი მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხეს შეუქმნის. საზოგადოების ნაწილი კი ფიქრობს, რომ აღნიშნული კანონის მიღება გამჭვირვალობისთვის აუცილებელია.

საპროტესტო აქციების პარალელურად აქტიურად მუშაობენ მედიის წარმომადგენლებიც, რომელთაც ზოგჯერ მუშაობა რთულ პირობებში უხდებათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია აქვეყნებს და ოპერატორ დათო ბერაძეზე წერს, რომელიც მთელი აქციების პერიოდის განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდა. ნანუკა დათოს მადლობას უხდის და წერს, რომ კადრები, რომელიც ეთერში გადის, დათოს და მისი კოლეგების დამსახურებაა.

„დათო არასდროს ჩანს კადრში, მაგრამ ამ ერთი თვის და 8 დღის განმავლობაში სულ ერთად ვმუშაობდით. ყველა ჩართვა თუ ლაივ კადრი ამ ბიჭის გადაღებულია. თან კამერასთან ერთად თითქმის 20 კილოიანი ჩართვის აპარატით დარბის.

ეს ფოტოები ახლა გამომიგზავნეს და ვიცი, ამ პოსტის გამო გაბრაზდება, მაგრამ მინდოდა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ კადრები, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად უყურებთ, დათოსი და მისი კოლეგების დამსახურებაა! Dato Beradze მადლობა♥️“, – წერს ნანუკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები