LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გომართელი ცოლს გაშორდა და ახალი სიყვარული იპოვა – „გადავწყვიტე, ყველაფრისთვის თავისი სახელი დამერქმია…“

171

დათო გომართელი ჟურნალ „სარკესთან“ ადასტურებს თბილისში მოარულ ჭორს იმის შესახებ, რომ გაშორდა ცოლს, მარიშას. წყვილს ერთი შვილი ჰყავს, დაშა-დარია. როგორც დათო აღნიშნავს, გოგონასთან ურთიერთობა ერთი წუთითაც არ გაუწყვეტია.

„დიახ, მოხდა ეს ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ არ მიყვარს ტყუილი, არ ვარ ის ადამიანი, ვინც ან თვითონ იცხოვრებს ტყუილში, ან სხვას აცხოვრებს. არც ის შემიძლია, სახლში მეუღლე მყავდეს და სააბაზანოში ჩაკეტილი, მოშვებული ონკანის ჩხრიალში ჩუმად სხვა ქალს ველაპარაკო და მესიჯები ვუგზავნო. რადგან დამთავრდა ერთი სიყვარული და დაიწყო მეორე, გადავწყვიტე, ყველაფრისთვის თავისი სახელი დამერქმია.

მტკივნეული გადაწყვეტილება მიგიღიათ.

ძალიან მძიმე, მტკივნეული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო. როცა ახალგაზრდა ასაკში გენგრევა ოჯახი, მაშინაც რთულია, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა ასეთი გამძაფრებული არ გაქვს. მე ორმაგი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემი ძველი ოჯახის და ახალი ცხოვრების თანამგზავრის წინაშე.

და დაშა-დარია?

დაშასთან ერთი წუთითაც არ გამიწყვეტია ურთიერთობა. ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს. სკოლიდან მე გამომყავს, ცურვაზე მე დამყავს, ერთად ვსეირნობთ, ერთად ვერთობით. კაცი უნდა ეცადო, მსგავს სიტუაციაში შვილს შენი სიყვარული და ყურადღება არ მოაკლო.

ე.ი. 55 წლის ასაკში ახალი ცხოვრება დაიწყეთ.

დიახ და ყველანაირად ვცდილობ, ეს ახალი ეტაპი გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს. ცხოვრება მოულოდნელობიბით არის სავსე, მაგრამ, როცა სიყვარულია, ყოველთვის საინტერესოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g