LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გომართელი დიპლომატიური კარიერის გამო მხოლოდ სახლში სიმღერას ახერხებს  

851
gomartelinews

დათო გომართელი საცხოვრებლად და სამუშაოდ დიპლომატიური მისიით 2020 წლიდან იტალიაში გადავიდა. ის ამჟამად საქართველოშია და სტუმრად ეწვია გადაცემას „შუადღე“ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

დათო გომართელი:

„მე რომ ჩავედი, ძალიან მძიმე ვითარება იყო. ყველაფერი ჩაკეტილი იყო, ყველაფერი დაიხურა, საშინელი სიტუაცია იყო. ძალიან ბევრი ადამიანი იხოცებოდა, ფსიქოლოგიურადაც მძიმე მდგომარეობა იყო. იტალიაში დაწესებულებაში ახლაც ყველას ნიღაბი უკეთია, არ აქვს მნიშვნელობა, აცრილი ხარ თუ არა“.

წამყვანის კითხვაზე, როგორ ძლებს უსიმღეროდ, დათო გომართელი აღნიშნავს, რომ თავისთვის სახლში მღერის, რადგან დიპლომატიური სამსახური აქვს და ოფიციალურად არ შეიძლება. დათომ ხუმრობით დასძინა: „მინდა, გავაფრთხილო ყველას, რა სამსახურიც უნდა შემომთავაზოთ, სიმღერას ნუ ამიკრძალავთ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g