LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ლიკლიკაძე: „როცა მაცივარში ადგილი არ არის, მშვიდად მაშინ მძინავს… ჩემს მეუღლეს სულ უკვირს, რატომ მეძახიან ძუნწს…“

121
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს იმის თაობაზე, თუ როგორი მხარჯველია:

„ამბობენ, რომ ცუდი მხარჯველი ვარ, თითქოს არ მიყვარს ფულის დახარჯვა. მეუღლე რომ გავიცანი, მითხრა, ძუნწ ადამიანთან ვერ ვიცხოვრებო. ისე ვარ შეშინებული… ჩემი ცნობილი სიძუნწე, რაზეც არაერთ შოუში თვითონ ვშაყირობ და თვითონვე ვიწყობ ხელს ამ ხმების დაყრას, ჩემს მეუღლეს არ უნახავს და სულ უკვირს, რატომ მეძახიან ძუნწს. შენი ბრალია,ა ამაზე რომ ღადაობო, მეუბნება. არა მგონია, მას რამე მოენდომებინა და მე ოდესმე წარბი შემეხარა, ან ჩემს შვილს აკლია რამე. სახლში მაცივარი რომ გამოტენილია, მეორე დღეს რამეს ხომ გამოიღებ და პატარა ადგილი გათავისუფლდება, მე უკვე ცუდად ვარ, უნდა წავიდე და მაშინვე შევავსო. მშვიდად მხოლოდ მაშინ მძინავს, თუ მაცივარში ადგილი არ არის. ჩემს დიდ ოჯახშიც ასე ვიყავი. ქუთაისი მაინც სხვანაირი ქალაქია, „ნორკის შუბა“ იქნებოდა თუ სხვა რამე, დედაჩემს ყველაფერი უნდა ჰქონოდა (იცინის). ჩემს დას მანქანა ვუყიდე. მიყვარს ოჯახისთვის ფულის დახარჯვა. ოჯახს იქით ყველა მეუბნება, კაპიკს ვერ გაგაგდებინებს კაციო. ოჯახში ეს არ იგრძნობა და სულ უკვირთ ჩემი ოჯახის წევრებს“.

დათო ლიკლიკაძესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას წაიკითხავთ ჟურნალ „თბილისელების“ 20 იანვრის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g