დათო მაჭავარიანი, თბილისის საკრებულოს წევრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანისა და ჯონი გიგანის ინციდენტს ესწრებოდა და როგორც ამბობენ, მხოლოდ გამშველებელი იყო, „რუსთავი 2“-მა ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილედ დაასახელა.
დათო მაჭავარიანს ამ დღეების განმავლობაში უამრავი დამცველი გამოუჩნდა, რომელთაც მის შესახებ მოსაზრება სოციალურ ქსელშ გამოაქვეყნეს. მაჭავარიანმა თავადაც უპასუხა ბრალდებებს ვრცელი სტატუსით, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ:
„ძალიან რთული დღეების გადატანა მიხდება, მეგობრებო და ბოდიში რო აქამდე ძალიან ბევრ თქვენთაგანს ვერ გპასუხობთ. ამ კომენტარსაც თქვენ მაწერინებთ. იმდენად დიდი ძალა და გამხნევებაა ჩემთვის თქვენი გვერდში დგომა, რომ ამისთვის მადლობის გადახდას არ ვიცი, სათანადოდ შევძლებ თუ არა ოდესმე.
ჩემი თავი კიდე ჯანდაბას. ჩემს ოჯახს რომ უხდება ამხელა დაუმსახურებელი სიბინძურის მოსმენა და გადატანა გარკვეული ადამიანებისგან (მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ძალიან ცოტა ხართ) ესაა, ყველაზე მეტად რაც მაღელვებს და გულს მიკლავს. დედა, მამა, მარიამ და ირაკლი, აქ ერთს გეტყვით და ეს თქვენც იცით, რომ მთავარი, რაც ამ დაუმსახურებელ სიბინძურეს აუცილებლად გადაგატანინებთ, არის სიმართლე, რომელიც ჩემს მხარესაა და ასე დარჩება ბოლომდე!
რაც შეეხება გუშინდელ ამბავს… არც ეხლა და არც მერე არ ვაპირებ თავი ვიმართლო რამეზე. თავდამსხმელი, კრიმინალური ბანდის წევრი, ზონდერი, ძველი ბიჭი, წინასწარ დაგეგმილი თავდასხმის ორგანიზატორი და კიდე მრავალი უტიფარი ტყუილი კი არა, ელემენტარულ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც კი არ ვაღიარებ ჩემს მიერ, იმიტომ რომ მსგავსი არაფერი მითქვამს!!! ძალიან კარგად იცის თამარ ჩარკვიანმა და ნებისმიერმა იქ მყოფმა ადამიანმა, რომ არ მიგინებია, არც ქვეყნის დატოვება მომითხოვია (ეს საერთოდ საოცარი ვერსიაა) და პირიქით, ყველაფერი ვცადე იმისთვის, რომ გუშინდელ ინციდენტს ადგილი არ ქონოდა.
თავი სამართლებელი გაქვთ თქვენ! თამარ ჩარკვიანს, რუსთავი 2-ს, გრიგოლ ვაშაძეს და დანარჩენებს, ვინც თქვენი პოლიტიკური ინტერესის გამო, უდანაშაულო ადამიანისკენ ამხელა ბოროტება, ტყუილი და სიძულვილი მომართეთ ძალიან უსაფუძვლოდ და დაუმსახურებლად. რა ტყუილსაც იძახით, იმასთან არაფერ შუაში მყოფი ადამიანის და მასთან დაკავშირებული ადამიანების ბედს რო ასე მარტივად და აუღელვებლად ფეხებზე დაიკიდებთ, ამაზე უარესი რაღა უნდა გააკეთოთ?
მიუხედავად ყველაფერისა, ვფიქრობ, ერთ შანსი მოგცეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს და სულ მინიმუმ ბოდიში მოიხადოთ ამდენ უტიფარ ტყუილზე და ცილისწამებაზე. და რატო ვაკეთებ ამას… რადგან, როცა ყველაფერი გავაკეთე ყველას დამშვიდებისთვის და ადამიანურად მოგიდექით, მაინც ამდენი სიბინძურე დამახვედრეთ, და წარმოდგენაც არ მინდა, მერე და მერე რეებს იკადრებთ, თუ არ შეგარჩინეთ ეს ყველაფერი. მაგრამ მერე რას ვიზამ ვნახოთ, ჯერ თქვენს ბოდიშს დაველოდები ცოტა ხანი!
ჩემი უახლოესი ადამიანია დაკავებული ჯერ კიდევ, რომელსაც რა თქმა უნდა რეაქცია ჰქონდა მის მიმართ დედის გინებაზე და ხელის დარტყმაზე. არავინ არ ვამართლებთ ძალადობას, რომელიც ასევე მათი პროვოცირებული და დაწყებული იყო!
ერთადერთი, რაზეც მათი მხრიდან მართლა მწყდება გული, არის ბავშვი, რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო, მაგრამ სამწუხაროდ, მათ არ სწყდებოდათ გუშინ გული ჩვენს ბავშვებზე, როცა იძახდნენ, მონებად გაზრდითო.
მოკლედ, ვისაც ჯერ კიდევ არ შეგხებიათ ასეთი სიბინძურე, ბოლო წამამდე ეცადეთ გაუგოთ ან გაერიდოთ მაინც თქვენთვის თუნდაც ყველაზე მიუღებელ ადამიანს და გავუფრთხიილდეთ ერთმანეთს. არ გამოვა ასე არაფერი არასდროს!“