LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ოქიტაშვილი: “ძალიან მძიმე რაღაც ვიტყვი… როგორ შეიძლება გაამართლო ადამიანი, რომელიც უკრაინაში დაღუპული ბიჭების გვამებზე დადიან ფეხით და მღერიან?!”

460
BeFunky-collage (1)

კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დათო ოქიტაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, კრემლის ღონისძიებაში რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლების მონაწილეობის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

დათო ოქიტაშვილი: “უკრაინაში როცა დედები, ბავშვები და მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, შენ “ბედნიერ “დედებს კრემლში არ უნდა უმღერო…ამას გამართლება არ აქვს”

დათო ოქიტაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “ღამის პრაიმ-თაიმი” თქვა, რომ მისთვის ეს ამბავი იმდენად მიუღებელია, რომ მსგავსი რამ ვერც დაიჯერა.

ნატო დუმბაძე: „შეგნებულად არ ვწერდი, მინდა გაგიცრუოთ იმედები… ქეთა ამ კონცერტზე პირადი პრობლემების გამო არ იღებს მონაწილეობას!“

თამარ გვერდწითელი კრემლში გამართულ კონცერტზე არ იმღერებს

“ვის უმღერით – კრემლის დარბაზში დედებს, რომლებიც იცინიან იმ დროს, როცა უკრაინაში დედები შვილებს ტირიან ?!

ვერ ვლაპარაკობ, ჩემთვის ეს იმდენად მიუღებელია, ვერც დავიჯერე, როდესაც ეს გავიგე. ჩემდა საუბედუროდ, არიან ადამიანები, ვინც ამას ამართლებს. იცით, ვინ? ძალიან ბევრ ჭკუას რომ გვარიგებენ და გვიხსნიან, რომ რუსეთი ოკუპანტია. გასაგებია, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ როგორ შეიძლება გაამართლო ადამიანი, რომელიც უკრაინაში დაღუპული ბიჭების გვამებზე დადიან ფეხით და მღერიან?!”, – თქვა დათო ოქიტაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები