LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ოქიტაშვილი: „თქვენმა ამ ბოღმამ, ამ ღვარძლმა, ამ შურმა, მომიყვანა აქამდე და ის ძალა მომცა, რომ არ მოვდუნებულიყავი…“

473
oqitashvili

დათო ოქიტაშვილი ადამიანებს მიმართავს, რომლებიც, მისი აზრით, გაბოროტებულები არიან და წერს:

„ამ ბოლო დროს ამ ჩემს ფეისბუქ სამეგობროდან ბევრს დავაკვირდი, და არა მარტო მათ  (რასაკვირველიამ ყველას არ ვგულისხმობ), ასე რამ გაგაბოროტათ?!

რატომ ხართ სულ დაბოღმილები და არაფერი გახარებთ ამქვეყნად, არც მეგობრის კარგად ყოფნა, არც კიდევ ბევრი რამ.

მე მინდა, თქვენ მოგმართოთ, ადამიანების იმ კატეგორიას, ვინც აქ სამეგობროში მყავხართ, ან სამეგობროს გარეთ: ერთი რამ მინდა დაიმახსოვროთ – არასოდეს მოგცემთ ჩემი გაბრაზებით ან ცუდად ყოფნით გამოწვეულ სიხარულის საბაბს (ადრე ამით ხარობდით და ბედნიერები იყავით).

დათო ოქიტაშვილი: „ღმერთმა არ ქნას, რისიც გეშინიათ, თორემ დაგრჩებათ ეგ მარაგიც გამოუყენებელი…“

ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი – საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელობის პარალელურად, ვემსახურები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის ხელმძღვანელობით 24 ათასამდე სტუდენტს; ჩემთვის ეს დიდი პატივია: ვემსახურო ჩვენს საამაყო სტუდენტებს, იმ ახალგაზრდა თაობას, აზრთა სხვადასხვაობისა (მე ყველა განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ), რომლებიც საქართველოს ახალ ისტორიას წერენ! ნამდვილად ვიცი, რომ თქვენისთანა ბოღმიანი და უმადური ადამიანები ამ ისტორიაში ვერ მოხვდებიან და თქვენი ადგილი ჩვენი საამაყო ახალგაზრდების გვერდით და ამ ისტორიაში არ იქნება.

გისურვებთ წარმატებებს და კარგად ყოფნას, რათა ნახოთ ჩვენს მიერ შექმნილი სიკეთეები. ხომ გაგიგიათ, ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვამჩნევ.(ოღონდ რომ არ ვიმჩნევ). თქვენისთანა მედროვე ადამიანები კი მაძლიერებთ და სტიმულს მაძლევთ, თუმცა რაც ბევრი გაქრებით ამ ჩემი ფეისბუქ-გვერდიდან, მით უკეთესი. ტყუილად დროს კარგავთ და იქექებით.

თქვენმა ამ ბოღმამ, ამ ღვარძლმა, ამ შურმა, მომიყვანა აქამდე და ის ძალა მომცა, რომ არ მოვდუნებულიყავი. ეგეც გაგიმხილეთ, რა იყო და არის ჩემი წარმატების საიდუმლო ფორმულა. იხარეთ და გმადლობთ, რომ ხართ!..“

დათო ოქიტაშვილი: „მინდა, პირადად გადავუხადო მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს იმ ნამდვილი თავგანწირვისა და ეროვნული საქმისთვის…“

დათო ოქიტაშვილი ალა პუგაჩოვას დაბადების დღეს ულოცავს: „რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ და ვაკრიტიკოთ, ალამ შექმნა ეპოქა….“

magti 5g